ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვა, – იუწყება Geo Team-ი.
უკვე მესამე დღეა, რაც ქართველი გარემარბი “პარტენოპეისთან” ერთად არ ვარჯიშობს, რისი მიზეზიც გაციებაა.
მართალია, 21 წლის გარემარბმა გუშინ სპორტულ დარბაზში ივარჯიშა, თუმცა დღეს მას კლუბის ექიმებმა სახლში დარჩენა ურჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია კიდევ უფრო ამყარებს II Matino-ს მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომლის თანახმადაც, კვარაცხელიას “სალერნიტასთან” მატჩში მონაწილეობა საეჭვოა.
“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ისევ გაციებულია. დიდი შანსია, “სალერნიტასთან” მატჩში ის გუნდს ვერ დაეხმაროს. თუ ასე მოხდა, ლუჩიანო სპალეტი შანსს ელიფ ელმასს მისცემს. ჩრდილომაკედონიელი ჩინებულ ფორმაშია და მწვრთნელი მას სათამაშო დროსაც აძლევს,” – წერს გამოცემა.
კომენტარები post