როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” ხვალ სერია ა-ს მე-19 ტურის მატჩი ელის “სალერნიტანას” წინააღმდეგ.
“პარტენოპეი” იტალიის ჩემპიონატის მეთექვსმეტეადგილოსანთან შეხვედრას ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ხვდება, რადგან 21 წლის შემტევი გაციებულია. Sofascore-ის ვერსიით, სასტარტო შემადგენლობაში კვარას ადგილს “ნაპოლის” ჩრდილოეთმაკედონელი შემტევი ელიფ ელმასი დაიკავებს.
ნეაპოლიტანური გუნდის სავარაუდო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ალექს მერეტი
დაცვა: მარიო რუი, კიმ მინ ჟაე, ამირ რაჰმანი, ჯოვანი დი ლორენცო
ნახევარდაცვა: პიოტრ ჟიელინსკი, სტანისლავ ლობოტკა, ფრანკ ზამბო ანგისა
თავდასხმა: ელიფ ელმასი, ვიქტორ ოსიმენი, ირვინ ლოსანო
კომენტარები post