გიბრალტართან შეხვედრაში ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ ტრამვა მიიღო და მეორე ტაიმში თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის მაგივრად თამაშში კი ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ჩაერთო.
დღეს, სასიხარულო ინფორმაცია დადასტურდა 36 წლის მეკარის შესახებ. საბედნიეროდ, გიორგი ყველაზე ცუდს, მძიმე ტრავმას გადაურჩა და ის ძალიან მალე “ანორთონისის” ვარჯიშებს შეუერთდება.
„გიორგი ლორია ანორთოსისს ვარჯიშზე შეუერთდება და გამოჩნდება, მზად არის თუ არა აეკ-თან მატჩისთვის. მას გუნდის ტექნიკური და სამედიცინო ჯგუფი შაბათის მატჩამდე შეაფასებს. თუმცა, ლორიას სერიოზული არაფერი სჭირს და როგორც ჩანს, მისი თამაში თუ უთამაშებლობა უფრო მზადყოფნის საკითხს უკავშირდება“ – წერს super sport.
კომენტარები post