ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში 21 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა.
“ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ კრემონეზესთან ხვიჩას დაესვენა. უცნაური ამაში არაფერია – სრულფასოვანი დასვენების საშუალება მისცა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს.
ამ წუთებში ის უკვე ვარჯიშზეა, შაბათს კი სალერნიტასთან ითამაშებს. ამჟამად ხვიჩასთან ერთად არ ვიმყოფები, მაგრამ უახლოესი თამაშის დროს მასთან ვიქნები”.
კომენტარები post