იტალიის სერია ა-ს წელს “რომას” სახით ერთ-ერთი საჩემპიონო გუნდი ჰყავს. რომაელებმა ეს საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა ძალიან ნაყოფიერად გამოიყენეს და ერთ-ერთი საუკეთესონიც იყვნენ სატრანსფერო ბაზარზე.
რომამ იტალიის ნაკრების ფორვარდი ანდრეა ბელოტი დაიმატა. “ჯალოროსის” ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
“რომას ამბიციები ყველასთვის ნათელია და მეც დამაინტერესა. მინდა, კარიერის ახალ ეტაპზე განვითარება გავაგრძელო და ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება რომაში შემიძლია. ახლა მოუთმენლად ველოდები კლუბის ჰიმნის სტადიონზე მოსმენას, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე”, – განაცხადა ანდრეა ბელოტიმ.
იტალიელმა 1 ივლისიდან უკლუბოდ იყო და რომას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2 წლით განახლების პერსპექტივით. ის 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კომენტარები post