საქართველოს ლეგენდარული კლუბი “დინამო თბილისი” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დედაქალაქური კლუბი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ევროტურნირის გარეშე მას შემდეგ, რაც ესტონურ “პაიდესთან” დამარცხდა.
ბევრი გუნდის მთავარ პრობლემად რომან ფიფიას მიიჩნევს, რომელსაც აქამდეც უფიქრია კლუბის გაყიდვაზე. რომან ფიფიამ ფარერებზე 6-1 მარცხის შემდეგ კომენტარი გუნდის გადაბარება-გაყიდვაზეც გააკეთა.
“დინამოს არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი. ნორმალურ ლეგიონერს, საშუალო დონის ლეგიონერს 30 ათასი ევრო უნდა, რისი საშუალებაც არ გვაქვს. “დინამოს” მე ვაფინანსებ, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. გაგვიმართლა კენჭისყრაში, მაგრამ ესაც ვერ გამოვიყენეთ. თუ ვინმე გამოჩნდება, დაგვეხმარება ან გადაიბარებს “დინამოს”, მე მზად ვარ სასაუბროდ”, – განაცხადა ფიფიამ.
კომენტარები post