“ტორპედოს” ახალი ფეხბურთელი ჰყავს – ქუთაისურმა კლუბმა 19 წლის კამერუნელი ფორვარდი დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო დაიმატა.
ახალგაზრდა თავდამსხმელი “რომასა” და “ატალანტას” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, ბოლო სეზონი კი ზაგრების “დინამოს” 19-წლამდელთა გუნდში გაატარა, რომლის რიგებში 17 მატჩში 23 გოლი გაიტანა. დანიელმა ზაგრებელთა მეორე გუნდის რიგებში ხორვატიის რანგით მეორე ლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თინეიჯერ ცენტრფორვარდს კამერუნის 23-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში 10 თამაში აქვს ჩატარებული, რომლებშიც თავი 13 გოლით გამოიჩინა.
ქუთაისელთა რიგებში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე უკვე 3 ფეხბურთელია: ლევან მჭედლიძე, თორნიკე ახვლედიანი და ახალწვეული დანიელ ფოტსო.
კომენტარები post