ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებით ტოპ 5 ჩემპიონატის საინტერესო გუნდები ინტერესდებიან და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გიორგი მამარდაშვილის დამატება ზაფხულში ყველაზე მეტად ფრანგულ “ლიონს” სურდა.
“ლიონის” მთავარი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისტი პეტერ ბოშია, რომელიც ფეხბურთელობისას აჩი არველაძის თანაგუნდელი იყო, ხოლო, 2013-16 წლებში გურამ კაშიას წვრთნიდა.
“ლიონის” მეკარე პორტუგალიელი ენტონი ლოპეშია, მაგრამ კლუბს ახალგაზრდა გოლკიპერის გადაბირება უნდოდა.
საბოლოოდ, გიორგი “ვალენსიაში” დარჩა და კონტრაქტი “ღამურებთან” 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
კომენტარები post