ზაფხულის სატრასნფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და კლუბებს კიდევ 1 კვირა აქვთ წინ ფეხბურთელების გასაშვებად ან დასამატებლად. როგორც ყოველ წელს, ინგლისურმა კლუბებმა წელსაც ძალიან იაქტიურეს და საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს შემადგენლობების გასაძლიერებლად.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პრემიერ ლიგის კლუბებს შორის ყველაზე მეტი თანხა “ჩელსიმ” დახარჯა, 193.1 მილიონი ფუნტი სტერლინგი. მათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი კი მარკ კუკურეია იყო, რომლის სანაცვლოდაც 65.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.
ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს “ლესტერი”, რადგანაც მათ ჯერ-ჯერობით ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არცერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ არ გადაუხდიათ ფული. ყველაზე ცოტა თანხა კი “ბრაიტონმა” დახარჯა, 24.5 მილიონი.
ჯამში კი პრემიერ ლიგურმა კლუბებმა ტრანსფერებში 1.67 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს, ფეხბურთელების გაყიდვით კი მხოლოდ 680 მილიონი მიიღეს. სავარაუოდა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილი 1 კვირის განმავლობაში ეს თანხები კიდევ უფრო გაიზრდება.
იხილეთ სრული სია:
კომენტარები post