კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებასთან ახლოსაა. პორტუგალიელი ფეხბურთელი არ მალავს უკმაყოფილებას კლუბში არსებული მდგომარეობის გამო და მისი აგენტი რონალდუსთვის ახალი კლუბის ძებნას განაგრძობს.
პრესეზონის მატჩებს “მანჩესტერი” ტაილანდსა და ავსტრალიაში გამართავს და ერიკ ტენ ჰაგმა ფეხბურთელები გასამგზავრებლად უკვე შეწყვიტა, მაგრამ კრიშტიანუ კვლავ არ ჩანს. პორტუგალიელი ლეგენდა ოჯახურ პრობლემებს იმიზეზებს.
რონალდუმ “იუნაიტედის” რამდენიმე ვარჯიშიც გააცდინა, მედია კი მის სახელს უკვე სხვა კლუბებს უკავშირებს. კრიშტიანუს დამატებით “ჩელსი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებულები.
შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში “წითელი ეშმაკები” ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ. მათ გასულ სეზონში პრემიერლიგაში მე-6 პოზიცია დაიკავეს.
კომენტარები post