არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, კუნ აგუერო იხსნებს იმ პერიოდს, როცა მესის “ბარსადან” წასვლის შესახებ გაიგო. როგორც თავად ამბობს, მას კარგა ხანს არ სჯეროდა, რომ ეს რეალურად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არგენტინელი გუნდში თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. მესი თავისუფალი აგენტი გახდა და მალევე “პსჟ-ს” შეუერთდა.
“როდესაც “ბარსელონამ” სოციალური მედიით გაავრცელა, რომ კლუბი მესიმ დატოვა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ვინმემ გუნდის გვერდი დაჰაკა. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მწარე ხუმრობა იყო…” – თქვა აგუერომ.
არგენტინელებმა “ბარსელონაში” თანაგუნდელები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა აგუეროს კლუბში მესი არ დახვდა, თავად კი გულის პრობლემების გამო კარიერის დასრულება მოუწია.
კომენტარები post