საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი კვლავ “შტურმის” რიგებში ირიცხება და მომავალი სეზონისთის ემზადება. ქართველი ფეხბურთელის შესახებ ავსტრიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმა Laola1-თან ინტერვიუში ისაუბრა:
“რამდენად კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი პერიოდით? პრაქტიკულად ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ოთარ კიტეიშვილი ჩვენი საკვანძო ფეხბურთელია, რომელიც სათამაშოდ ჯერ მზად არაა და თითქმის ერთი წელი გაუცდა. ამას თუ არ ჩავთვლით ახალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ.
ამ მომენტისთვის რთული სათქმელია როდის დაბრუნდება ოთარი. მას აქილევსის მყესის პრობლემები აქვს, რაც მოძრაობაში ხელს უშლის და დატვირთვებისთვის 100%-ით მზად არაა. ძნელია მისი დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება, მან ჯერ კიდევ უნდა გაიაროს სარეაბილიტაციო პერიოდი”,- განაცხადა ილცერმა.
კიტემ ტრავმა 2021 წლის სექტემბერში მიიღო და მოედანს მხოლოდ 2022 წლის მარტში დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმა ისევ აწუხებს.
კომენტარები post