ლაზარე კუპატაძემ ბათუმის “დინამოს” ევროტურნირებიდან გამოვარდნის შემდეგ, ორმხრივი შეთანხმების შედეგად გუნდი დატოვა.
ფეხბურთელის შეძენის მიმართ ინტერესი იყო პოლონური და ქართული კლუბებისგან – “ლეგია”, “ლეხი” და თბილისის “დინამო” კუპატაძის გაფორმებას განიხილავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, გარიგება არცერთ მათგანთან შედგა.
უცხოური გამოცემის, “ტრანსფერ ინფოს” ინფორმაციით, ლაზარე შეთანხმებას ბუქარესტის “დინამოსთან” უახლოვდება – წყაროს ცნობით, ყველაფერი სულ რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.
კომენტარები post