2021 წელს ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, რითაც მთლიანად საქართველო ძალიან გაახარა.
საქართველოს მთავრობამ ლაშა ბექაურს მოპოვებული ოქროსთვის 1 მილიონი ლარი გადასცა, ბექაურმა ამ ფულით კი ემიგრაციაში მყოფი ნათესავები, დეიდა და ბებია სამშობლოში დააბრუნა.
ამ ფაქტს რუსულ მედიაში კი ასე გამოეხმაურნენ.
“ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვებისთვის, ბექაურს საქართველოს მთავრობამ 323 ათას აშშ დოლარს გადასცა. სპორტსმენმა კი ამ ფულით, ოჯახის წევრები ემიგრაციიდან სამშობლოში დააბრუნა.
აი, ამას ჰქვია ნამდვილი აღზრდა!”– წერს Lenta.ru.
კომენტარები post