ლუკა გაგნიძე რუსეთს კიდევ დიდი ხანი ვერ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ფიფას წესების თანახმად, ამის გაკეთება შეეძლო.
19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის შესახებ, რომელიც მოსკოვის დინამოს ღირსებას იცავს, კლუბის გენერალურმა დირექტორმა პაველ პივოვაროვმა ილაპარაკა. მისი თქმით, ლუკას მოსკოვის დინამოსთან ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რომ არსად წავა.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პორტუგალიისა და თურქეთის წინააღმდეგ ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისათვის ლუკა გაგნიძეც გამოიძახა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს და ამ პოზიციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც იზიარებენ.
კომენტარები post