“როსტოვის” მედიადირექტორმა ივან კორჟმა, Матч ТВ-სთან ინტერვიუში გასულ სეზონში განცდილი მარცხის შემდეგ ჩხუბის ამბავი გაიხსენა.
“ჯიქია მოვიდა და მითხრა, რომ წავყოლოდი დომენიკოსთან, რათა რაღაც გადამეთარგმნა. გავყევი და მან მწვრთნელს უთხრა: “ჩემთვის, გუნდისა და კლუბისთვის მომხდარი აბსოლუტურად მიუღებელია. არ ვარ რუსი და მსგავსი რაღაცების მოსმენა სასიამოვნო ნამდვილად არ არის. მიიღე ჩემი და გუნდის ბოდიში და იცოდე, რომ მუდმივად შენს გვერდით ვართ”. ასე ისაუბრეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ”, – იხსენებს კორჟი.
მისი თქმით, ფეხბურთში შოვინიზმისა და რასიზმის ადგილი არ უნდა იყოს. აღნიშნული ჩხუბი იმის გამო ატყდა, რომ დედაქალაქური კლუბის მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მის თანაშემწე ანდრეას ჰინკელს ხელი გაარტყეს.
კომენტარები post