ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შესაძლოა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ აკრძალვები შეიძლება შეცვალოს, უფროს გაამკაცროს.
უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი დუბროვამ ილაპარაკა, რომ შესაძლოა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებში აღარც ნეიტრალური სტატუსით დაუშვას.
“უკრაინაში თომას ბახის (სოკ-ის პრეზიდენტი) ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ IJF-ის ეგიდით გასამართი საერთაშორისო შეკიბრებებიდან ჩამოშორებული იქნებიან რუსები და ბელარუსები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბახსა და უკრაინის ძიუდოს ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტებს, ასევე სპორტის მინისტრს შორის მოლპარაკება გაიმართა. რამდენადაც ვიცი, იყო გარკვეული კონტაქტები მარიუს ვიზერთანაც (IJFის პრეზიდენტი) და მან სიტყვიერი პირობა დადო, რომ რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები განახლდება”, – ციტირებს უკრაინული მედია დუბროვას სიტყვებს.
კომენტარები post