ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

რუსული კლუბები ევროლიგაზე არც 2022/23 წლების სეზონში იქნებიან


  • 1 კვირის წინ
რუსული კლუბები ევროლიგაზე არც 2022/23 წლების სეზონში იქნებიან

ევროლიგის პრესსამსახურის ცნობით, რუსული კლუბები ევროლიგასა და ევროთასზე ვერც 2022/23 წლების სეზონში ითამაშებენ. ევროლიგის აქციონერი 11 კლუბიდან 7-მა ხმა რუსული კლუბების დაშვების საწინააღმდეგოდ მისცა.

უკვე ცნობილია ის გუნდები, რომლებიც ევროლიგის ახალ სეზონში რუსულ კლუბებს ჩაანაცვლებენ. ესენია: "ვალენსია" და "პარტიზანი", რომელსაც ამ ტურნირზე 2013/14 წლების შემდეგ არ უთამაშია. 

რაც შეეხება ვროთასს, ამ ტურნირზე  პირველად უკრაინის ჩემპიონი პრომეტეი გამოვა, რომელიც საშინაო შეხვედრებს რიგაში ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ