“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ყოფილი ცენტრი სლავა მედვედენკო NBA-ს ორ საჩემპიონო ბეჭდის გაყიდვასა და მიღებული თანხის უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხვას აპირებს.
43 წლის მედვედენკოს განცხადებით, მისი მიზანია თანხა შეაგროვოს უკრაინის სპორტული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რომელიც რუსული ბომბების მიერ დაზიანდა. აუქციონი 28 ივლისიდან 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
“კიევში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე ვიყავი და იქიდან ვხედავდი, როგორ დაფრინავდნენ რუსული რაკეტები. სწორედ მაშინ ვიფიქრე: “რისთვის მინდა საჩემპიონო ბეჭდები, რომლებიც სეიფში უნდა იდოს?”. შეიძლება, ნებისმიერ დროს მოვკვდე და მათ ვეღარავინ გამოიყენებს, ასე კი, ჩემს ხალხს მცირედით მაინც დავეხმარები”, – წერს ლეგენდა.
კომენტარები post