ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყსვილი ცოლ-ქმარი აღარ არიან, თუმცა, ბევრს აინტერესებდა მათი გაცნობის ისტორია, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.
“მე და ნიკამ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავქორწინდით. იმ პერიოდში იწყებოდა მისი კარიერის აღმავლობა. პატარა წვლილი, ალბათ, მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის.
სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია”ბორშჩი, ტკბილეულიდან “ცხელი ბრაუნი” გამომდის კარგად. წიგნის წერა დავიწყე. მინდა მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო”, – ამბობდა მოდელი რამდენიმე წლის წინ.
კომენტარები post