დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს და ჯგუფში პირველი ადგილის ოფიციალურად დასაკუთრებას შეეცდება.
ამ მომენტისთვის ჩვენ ნაკრებს 10 ქულა აქვს, მაკედონიას კი 7, გასვლით შეხვედრაში კი მეტოქე 3:0 დავამარცხეთ.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოში მყოფ ქართველებს პირველ არხზე შეეძლებათ, ხოლო საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს თამაშის სანახავად პირველი არხის მობილური აპლიკაციის, 1TVPLAY-ის გადმოწერა მოუწევთ.
კომენტარები post