"ბაიერნის" ფეხბურთელის, სადიო მანეს წლიური შემოსავალი დაახლოებით 10.2$ მილიონი დოლარია. მან ადრე ყურადღება დამტვრეული Iphone-ით მიიპყრო, რაზეც ჟჟურნალისტებმა კითხეს, თუ რატომ ეკავა დაზიანებული ტელეფონი.
აღნიშნული თემის შესახებ, გორისა და ატენის ეპარქიის ერთ-ერთმა მღვდელმა, ბავშვებთან ისაუბრა და მათ კარგი მაგალითი დაუხასიათა.
"ეს წარმოშობით სენეგალელი ფეხბურთელი, სადიო მანეა, რომელიც “ლივერპულში” თამაშობს. ალბათ, ყველას გაქვთ კითხვა ეს ფოტო რატომ გავრცელდა. მანე და რობერტო ფირმინო გასახდელიდან გამოდიან, როდესაც მას ხელში დამტვრეული ტელეფონი უჭირავს. ეს კაცი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს იღებს და შეუძლია კვირაში 150 აიფონი მაინც იყიდოს. გამოდის მანე კორიდორში და ჟურნალისტები ეკითხებიან, თუ რატომ იქცეოდა ასე. მან კი თქვა, რომ ამითაც შემიძლია ლაპარაკიო. რათ მინდა 20 ბრილიანტის საათი, 10 ფერარი ან თვითმფრინავიო… მე მომიწია შიმშილი, დავრბოდი მინდორში ფეხშიშველი და ვერ ვერ დავდიოდი სკოლაშიო.
ახლა ის სხვებს ეხმარება, სკოლებს და სპორტულ მოედნებს აშენებს, გაჭირვებულებს საჭმელს და ჩასაცმელს ყიდულობს, ასევე ყველა ღარიბ ოჯახს თავის მშობლიურ ქალაქში 70 ევროს უხდის ყოველთვიურად. სად სცალია მანეს ტელეფონი შეცვალოს, ის მუდამ სიკეთის კეთებაშია. წარმატებული ფეხბურთელია და თავის სამშობლოს გამოადგა. გოლების გატანას ბევრი შრომა და ვარჯიში სჭირდება, ამიტომ თუ ფეხბურთელი ან ზოგადად სპორტსმენი გამოხვალთ, წარმატებული მაშინ ხართ, როცა სხვა თქვენით ინუგეშებს", – ამბობს მამა ბასილი.
კომენტარები post