ჯეიმი კარაგერმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მშვენიერი შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
საფეხბურთო ექსპერტმა, ჯონათან ვუდგეიტმა ქართველ შემტევზე ისაუბრა:
“იმედგაცრუებული ვარ, რომ კვარაცხელია წავიდა, რადგან მისი თამაშით ვტკბებოდი. მისი სისწრაფე, ძალა, ხვიჩას სურს, რომ მოედანზე ყველა დაამარცხოს. ვფიქრობ, “კვარა” ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია,
რომ რამდენიმე წლის შემდეგ პრემიერ ლიგაში გადმოვიდეს. წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს”.
ქართველი შემტევი “რეინჯერსთან” მატჩში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ვერ გაიტანა გოლი, ვერც ასისტი, თუმცა მისი შესაძლებლობების ის პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, რაც “ნაპოლის” გამარჯვებისთვის საკმარისი იყო. ალბათ ყველას გახსოვთ ეს ეპიზოდი, ოსტატურად გაიგდო, დაასწრო მცველს, რის შემდეგაც ჯეიმს ტავერნიემ უკნიდან დაიჭირა, თორემ ვინიცის… რა გვაჩვენა ამ მომენტმა? მიუხედავად იმისა, რომ არ გავიდა გოლი, არც კარში დარტყმულა, “კვარამ” მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს დაანახა, რომ მისი შეჩერება მწვანე მინდორზე ურთულესია.”
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა ვუდგეიტის აზრი გაიზიარა და ხვიჩა შეაქო. ექს ინგლისელმა ფეხბურთელმა ქართველს “ფეთქებადი ტალანტი” უწოდა, ამასთან ერთად დასძინა, რომ დღესდღეობით ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია: “ის შესანიშნავია იყო, საინტერესოა რამდენ ხანს დარჩება ნეაპოლში”.
კომენტარები post