ოფიციალურად “ლივერპულის” ეგვიპტელმა ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ის “მერსესაიდულ” კლუბში 2025 წლამდე დარჩება.
მანეს წასვლისა და სახელფასო ჭერის განთავისუფლების შემდეგ “ლივერპულმა” სალაჰს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება შესთავაზა. The Telegraph-ის ცნობით, მო კვირაში 350 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
გარდა ამისა, სალაჰის კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება ბონუსები ინდივიდუალური მიღწევებისთვის, რომელიც გატანილ გოლებს და საგოლე პასებს ითვალისწინებს.
კომენტარები post