“ლივერპულის” მთავარმა მწრთვნელმა მო სალაჰის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ ეგვიპტელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
“ძალიან მიხარია, ძალიან, ძალიან მიხარია. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩვენთვისაც და პირადად მისთვისაც. მგონია, რომ ახლა ის მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის. ახლა ეს მისი კლუბია.”
“რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებმა დრო წაიღო, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია და საუკეთესო რაღაცები დაცდას ყოველთვის იმსახურებს. სალაჰი – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ეჭვი არ მეპარება, რომ მისი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის, თანაც ესეც რაღასაც ნიშნავს, იმიტომ რომ მისი პირველი ხუთი წელი ამ გუნდში ისედაც ლეგენდარული იყო”.
“ფიზმომზადების თვალსაზრისით ის მანქანაა – წარმოუდგენელ ფორმაშია. ის თავდაუზოგავად მუშაობს და უფასდება კიდეც. მისი შესაძლებლობები და ოსტატობა სეზონიდან სეზონამდე იზრდება.“- განაცხადა გერმანილმა სპეციალისტმა.
კომენტარები post