გუშინ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტური გაიმართა, ერთმანეთს წყალტუბოს “სამგურალი” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ.
თამაში იმერეთში “26 მაისის სახელობის” სტადიონზე გაიმართა. მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, მათ თბილისური გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
მე-20 ტურის შემდეგ “სამგურალი” ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, რაც შეეხება “ლოკომოტივს” გუნდი 3 ქულით ბოლო ადგილზეა.
კომენტარები post