ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ მოიგო კვიპროსის A დივიზიონში დუდა სანაძის ანორთოსისმა, რომელმაც სტუმრად ომონიას 89:68 აჯობა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 30:10 წუთი გაატარა, ის გუნდს 14 ქულით და 3-3 მოხსნა, პასი, ჩაჭრით დაეხმარა. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო.
ანორთოსისს 6-8 ბალანსი აქვს და მე-7 ადგილზეა, 6 თებერვალს კი აპოლონს ხვდება. აღსანიშნავია, რომ სანაძეს წინა ორ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
კომენტარები post