NBA-ს მოყვარულები მორიგი ALL STAR-ის მოლოდინში არიან. ქართული კალათბურთის ქომაგი კი ყველაზე მეტად NBA G ლიგის Next Up Game-ს ელოდება, რომელშიც მონაწილეობას G ლიგის ყველაზე ძლიერი და ნიჭიერი კალათბურთელები იღებენ.
სასიხარულოა, რომ G ლიგაში ლუკა გარსას გუნდში სანდრო მამუკელაშვილი შეიყვანეს. მან ჩარლზ ბეისი ჩაანაცვლა. სანდრო პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელიც ALL STAR-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.
Next Up Game შარშან NBA-ის საიუბილეო 75 წლისთავს მიეძღვნა. სანდრო მამუკელაშვილი NBA G ლიგაში ვისკონსინ ჰერდის ღირსებას იცავს. მილუოკი ბაქსი ისეთი მოთამაშეები, რომლებიც NBA-ში დიდ დროს ვერ იღებენ, ძირითადად ამ კლუბში თამაშობენ. ბაქსიც მამუკელაშვილს ვისკონსინში ანათხოვრებს ხოლმე, სადაც სანდრო ძალიან მაგარ შედეგებს აჩვენებს. ის სწორედ ამიტომ მოხვდა NBA G ლიგის საუკეთესო მოთამაშეების მატჩში.
კომენტარები post