სანდრო მამამუკელაშვილს “სან ანტონიოში” გადასვლის შემდეგ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. ის უკვე დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ უფრო შედეგიანია, ვიდრე ის “მილუოკიში” თამაშისას იყო.
SBNATION-ის ექსპერტები სანდრო მამუკელაშვილის სამომავლო შანსებზე საუბრობენ.
“სანდრო მამუკელაშვილი და ჯულიან შემპეინი მიღებულ შანსებს კარგად იყენებენ. მათი მომავალი კლუბში ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ამ ორში უკეთესი შანსი სანდროს აქვს, რადგან ის პოპოვიჩის საყვარელი ტიპის კალათბურთელია: ის უნივერსალია, ისვრის, როცა თავისუფალ პოზიციაზეა, ენერგიულად თამაშობს და არასდროს ნებდება. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში მამუკელაშვილი შესაძლოა, ისევ ვიხილოთ სპურსში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამან კეიტა ბეიტს-დიოპის სან ანტონიური კარიერა შეიწიროს”, – თქვა მერილინ დუბინსკიმ.
“ორივე მოთამაშე მომწონს, მაგრამ ორივე სათადარიგოს დონის ტალანტია. ასე რომ, მათი ბედი დამოკიდებულია, თუ რა ფორმაში იქნებიან სეზონის წინ და რას ფიქრობს პოპი მათ ნაყოფიერებაზე. ორივე ვარიანტს განვიხილავ, შესაძლოა, ისინი მომდევნო სეზონშიც ვიხილოთ, ან სეზონის წინ საწვრთნელი შეკრებიდან დაითხოვონ. მამუს აქვს პოტენციალი გახდეს ფანების ფავორიტი მოთამაშე გუნდში. ასე რომ, თუ პოპი გადაწყვეტს, მას მომავალ სეზონშიც ექნება შანსი”, – ეს კი მარკ ბარინგტონის სიტყვებია.
მომზადებულია EUROPOP-ის მიხედვით.
კომენტარები post