საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ახალ სპორტის სასახხლეში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 82:79 დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 67:67 დასრულდა, მაგრამ ოვერტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და მეტოქე 16:9 დავამარცხეთ.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, მან ყველაზე საჭირო მომენტში მოუმატა და 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, აქედან 8 ქულა კი ოვერტაიმში აიღო. ასევე კარგი თამაში გამოუვიდათ გიორგი შერმადინს (18 ქულა, 5 მოხსნა), თორნიკე შენგელიას (12 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა), ტად მაკფადენს (16 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა).
მეტოქეთა რიგებში საუკეთესო ხაბი-ლოპეზ არესტოგუი იყო 14 ქულით და 6 მოხსნით. ასევე ესპანეთის ნაკრებს ოვერტაიმის შანსი დარიო ბრიზუელამ დაუტავა ძირითადი დროის ბოლო წამებზე ჩაგდებული 3 ქულიანით
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები გაზერდა, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ნაწილში 2 გამარჯვება გადაგვყვება.
კომენტარები post