ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

საოცარი ორთაბრძოლა - ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდურ ჩათვლაში ირანი დაამარცხეს


  • 1 თვის წინ
საოცარი ორთაბრძოლა - ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდურ ჩათვლაში ირანი დაამარცხეს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასზე ქართველი მოფარიკავეები დღეს უკვე გუნდურ ჩათვლაში ასპარეზობენ წარმატებით.

ჩვენებმა უკვე ორი ქვეყნის ნაკრები ჩამოიშორეს ჩემპიონობისკენ მიმავალი გზიდან. ქართველებმა T32-ში ჯერ ბელგიას ძალიან მარტივად სძლიეს ანგარიშით 45:24, შემდეგ კი ირანის წინააღმდეგ ძალიან სანერვიულო შეხვედრა გამოვიდა. T16-ის დაპირისპირება ქულა-ქულაში მიდიოდა. დრამატულ შეხვედრაში ქართველებმა გაიმარჯვეს, გადამწყვეტი ქულა კი სანდროს ძმამ, ბექა ბაზაძემ მოიპოვა. 

ამრიგად გუნდურ ჩათვლაში საქართველო 8 საუკეთესოთა შორის არის.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ბრძოლებს, ბექა ბაზაძემ და გოგა კაკაურიძემ ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს, ხოლო სანდრო ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 

ასევე დაგაინტერესებთ