ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, მან “ლივერპულის” წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შეხვედრა გამართა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.
“ნაპოლიმ” კი მეტოქე 4:1 დაამარცხა და “აიაქსთან” ერთად ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მატჩის შემდეგ ინგლისელმა ქომაგებმა “ლივერპულის” მარცხი ასე შეაფასეს:
“ეს ქართველი ბიჭი ვერ გავაჩერეთ”
“კვარაცხელია მართლაც რომ ტალანტია, არნოლდს ძალიან სუსტი თამაში ჰქონდა”
“საპასუხო მატჩისთვის კლოპმა რამე უნდა მოიფიქროს, ასე არ შეიძლება”
“კვარაცხელია შესანიშნავი ტრანსფერი აღმოჩნდა, ვულოცავ ნაპოლის”
კომენტარები post