ევრობასკეტ 2022-ზე მეორე შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრებმა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები 64:90 დამარცხდა.
ქართველთა რიგებში საუკეთესო ახალგაზრდა გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი იყო, მან ქულა 13 ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ გვეხმარებოდა გოგა ბითაძე, მან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ რამდენიმე წუთშივე გამოჩნდა, რომ ფეხი აწუხებდა და ილიას ზუროსს პარკეტზე აღარც გამოუყვანია.
ესპანელთა რიგებში ძმები ერნანგომეზები გამოირჩნენ, განსაკუთრებით კი ვილი ერნანგომეზი, რომელმაც 14 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ასევე თამაშები გველის მონტენეგროსთან და ბულგარეთთან და ჯგუფიდან გასასვლელად 2 მოგება მაინც გვჭირდება.
კომენტარები post