2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ეურობასკეტ 2022-ზე იტალიის საკალათბურთო ნაკრები საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით წარსდგება.
ჩვენთვის იტალია საკმაოდ ყურადსაღები ნაკრებია, რადგანაც ისინი ჩვენი მეტოქეები იქნებია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქართველოსა და იტალიის დაპირისპირება, 27 აგვისტოს, ბრეშაში შედგება.
ბოლო მატჩი იტალიამ 4 ივლისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა და ჯანმარკო პოცეკოს დასახელებული შემადგენლობიდან ვიგებთ, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე საკმაოდ გაძლიერდა. იტალიელებს NBA-დან დაემატნენ დანილო გალინარი და მატეო სპანოლო, ევროპული კალათბურთიდან კი ნიკოლო მელი, ნიკო მანიონი და გაბრიელე პროსიდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებში ვერ მოხვდნენ დანიელ ჰეკეტი და მარკო ბელინელი, ორივე მათგანი “ვირტუს ბოლონიას” ღირსებას იცავენ, ასევე ნაკრებში არ არის გამოძახებული პაოლო ბანკერო, რომელიც NBA-ის წლევანდელ დრაფტზე პირველ ნომრად იქნა არჩეული “ორლანდოს” მიერ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევამდე იტალიას ამხანაგური შეხვედრები აქვს დაგეგმილი, აგვისტოს პირველ ოფიციალურ მატჩს კი 24 აგვისტოს, სტუმრად, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
ევრობასკეტზე იტალია C ჯგუფში არის განწესებული და მათი მეტოქეები საბერძნეთი, ესტონეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ხორვატია იქნებიან.
View this post on Instagram
კომენტარები post