ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებმა გიოკო ზაიკოვმა და მილან რისტოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ თქვეს, წაგება არ დაუმსახურებიათ, მაგრამ შეცდომების გამო დაისაჯნენ.
“პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველებს გამარჯვება, თუმცა ჩემი აზრით, ეს დაუმსახურებელი იყო. მოედანზე ვდომინირებდით, მაგრამ მოწინააღმდეგემ შანსი გამოიყენა. ეს არის ფეხბურთი, შეცდომები ამ თამაშის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროა, რომ ჩვენი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ბულგარეთის წინააღმდეგ, თავაწეულებმა უნდა ვითამაშოთ და არ მგონია, რომ იმ მატჩში ფსიქოლოგიური პრობლემები გვექნება.
ჩვენი მიზანი სამი ქულაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ქულები უკვე მნიშვნელოვანი არაა. ბულგარეთის წინააღმდეგ განსაკუთრებული მატჩი იქნება, ჩვენ ვითამაშებთ პატივისა და სიამაყისთვის, რათა გულშემატკივარი კიდევ ერთი გამარჯვებით გავახაროთ.”- განაცხადა გიოკო ზაიკოვმა.
კომენტარები post