დღეს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. B ჯგუფში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კოსოვოს უმასპინძლა და სტუმრები ანგარიშით 92:59 გაანადგურა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა ვლადიმირ თავაქარიშვილმა დააგროვა, ხოლო 17 ქულა ნიკა გაფრინდაშვილმა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
კომენტარები post