საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა წარმატებულად დაასრულა, 16 ქულა და საუკეთესო შედეგი C დივიზიონში.
ამ შედეგში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ახალგაზრდა ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის ანგარიშზე ამ ერთა ლიგაზე 6 მატჩში 5 გოლი და 2 ასისტი იყო.
გიბრალტარის წინააღმდეგ კვარამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გოლად თავადვე გარდასახა. ხვიჩა ასევე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მის კიდევ ერთ კარგ მატჩს იტალიელი ქომაგები ტვიტერზე ასე გამოეხმაურნენ:
“საქართველოს მარგალიტია, რომლის თამაშითაც ახლა იტალიაში დავტკბებით”
“გიბრალტარი სუსტი გუნდია, მაგრამ თავისი გასაკეთებელი ხვიჩამ მაინც გააკეთა”
“ამ ბიჭს ყველა თამაშში ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასს აკეთებს, საოცარია”
“ნეტა “მილანს” ეყოჩაღა და ახლა ის “ნაპოლიში” არ ყოფილიყო, კვარაცხელია უდიდესი ტალანტია”
კომენტარები post