ბექა ღვინიაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი 90კგ წონით კატეგორიაში გახდა. მან ამ გამარჯვებით აღნიშნულ გრანდ სლემზე საქართველოს უნგრეთის დედაქალაქში მე-4 მედალი მოუტანა.
ბექამ სერბი მიჰაილო ჩირიჩი, ტაჯიკი კახონგირ მაჟიდობი და ამერიკელი ჯონ ხაიმე დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან თავად დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უნგრელ გერგელი ნერპელს კი 50 წამში იპონით აჯობა და როგორც ვთქვით, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს 4 მედალი აქვს. ღვინიაშვილის დარად ბრინჯაო თემურ ნოზაძემ მოიპოვა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. დღეს, კიდევ 2 ქართველს აქვს მედლის შანსი – ვარლამ ლიპარტელიანი ოქროსთვის და გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
კომენტარები post