რამდენიმე თვის წინ, ლეგენდარულმა ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“მადლობა ყველას გახსენებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ღმერთია ჩემს გვერდით და რამოდენიმე მეგობარი. ის ხალხი, ვინც დაკავებამდეც ჩემს გვერდში იყო. ვვარჯიშობ ყოველდღე. ჩემი ფიქრი და მოლოდინი მალე გამოსვლაა. საქართველოს მთავრობის იმედი არც მქონია და არც მექნება. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში 1 ლარითაც არ დამხმარებია. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ბორკილები ხელებზეც მადევს და ფეხებზეც და ახლა, ამ დროს ვინაა გვერდში დამდგომი მაგათგან. მე მესმის ეს ყველაფერი”, – დაწერა ხურციძემ.
კომენტარები post