საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო. ტურნირს ხორვატია მასპინძლობს. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო გუნდი თამაშობს.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან, მონტენეგროსთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა. ჯგუფის ფავორიტები სწორედ იტალია და მონტენეგრო არიან, საქართველოს უშუალო კონკურენტად კი სლოვაკეთი განიხილება.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი მონტენეგროს წინააღდმეგ გამართა. ფავორიტებად სწორედ მონტენეგროელები ითვლებოდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 11:14 დავმარცხდით.
დეიან სტანოევიჩის ბიჭები მომდევნო მატჩს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 31 აგვისტოს გამართავენ.
კომენტარები post