საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის.
ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიის მაღალმთიან დაბა როგლაში დაბინავდა, სადაც სავარჯიშოდ იდეალური პირობებია შექმნილი. ამით საქართველოს ნაკრები კარსმომდგარი ევრობასკეტისთვის გენერალურ მზადებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 7 ამხანაგურ მატჩთან ერთად მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 ოფიციალურ მატჩს გამართავს.
მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად რეალური შესაძლებლობა აქვს. ზუროსის გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 6 მატჩი აქვს გასამართი იტალიასთან, ისლანდიასა და ნიდერლანდებთან. ევრობასკეტის დაწყებამდე, 24 და 27 აგვისტოს, საქართველო ნიდერლანდებთან და იტალიასთან საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს გამართავს.
კომენტარები post