საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. ბოლო ტურში გიბრალტარს ვესტუმრეთ და მეტოქე 1:2 დავამარცხეთ, რითაც 16 ქულა დავაგროვეთ და ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ.
მატჩში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მან პენალტი მოიპოვა, რომლის დასარტყმელადაც თავად მივიდა და გიბრალტარის მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ანგარიში ორამდე გიორგი წიტაიშვილმა გაზარდა, მან მეორე ტაიმში შეძლო მეტოქის დაცვის გარღვევა და ჩვენი უპირატესობა გაამყარა.
ორ-ბურთიანი უპირატესობის მიუხედავად ბოლო წუთები მაინც სანერვიულო აღმოჩნდა, რადგანაც მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ენესლეიმ გაგვიტანა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსი გაინაღდა და ჩვენი მეტოქე საბერძნეთი, ან ყაზახეთი იქნება. ყველაფერი საბერძნეთზე დამოკიდებული, თუ ისინი არ წააგებენ ჩრდილოეთ ირლანდიასთან, მაშინ ჩვენი მეტოქე ყაზახეთი იქნება. ერთა ლიგის პლეი-ოფი 2024 წლის მარტში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ჩვენი ნაკრების წაუგებელი სერია 11-ამდე გაიზარდა და ვილი სანიოლიმ თემურ ქეცბაიას რეკორდი მოხსნა (10 წაუგებელი მატჩი).
კომენტარები post