სატრანსფერო ფანჯარა პირველ სექტემბერს დაიხურა. ბოლოს წინა დღეს შევიტყვეთ, რომ ზურიკო დავითაშვილი “ბორდოს” ფეხბურთელი გახდა. ვნახეთ მისი დამშვიდობებაც ბათუმის “დინამოსთან”, თუმცა ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც თავად ფეხბურთელსაც კი ეგონა.
ფრანგულ მედიას უკვე ეჭვი ეპარეობოდა, რომ ეს ტრანსფერი შედგებოდა, ხოლო ახლახან ტვიტერზე Girondinfos-მ, რომელსაც კლუბთან დაახლოებული ფრანგი ჟურნალისტი მართავს და ჟირონდული კლუბის შიდა სამზარეულოში ჩახედულია, დაწერა, რომ ტრანსფერი არ შედგა.
მიზეზი საოცარია – წყაროს ცნობით, სატრანსფერო დოკუმენტები დროულად არ იქნა გაგზავნილი.
🚨 Zuriko Davitashvili 🇬🇪 ne signera pas chez les Girondins cet été.
Les documents de la signature n’ont pas été envoyé à temps.
Plus d’infos à suivre… pic.twitter.com/HT6ahvII5Q
— Supporter arrogant (@el_deset) September 1, 2022
კომენტარები post