ბრაზილიაში ხიდიდან “ესპორტე ვია მარიას” ახალგაზრდული გუნდის ავტობუსი გადავარდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, – იტყობინება “გლობო”.
ტრაგედია დღეს დილით მოხდა. ავტობუსში სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. მიღებული ტრავმის შედეგად სამი 14-დან 17 წლამდე და ერთი ასაკით უფროსი ფეხბურთელი გარდაიცვალა.
კიდევ 29 ადამიანი მიღებული ტრავმების შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები post