საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. ბოლო ტურში გიბრალტარს ვესტუმრეთ და მეტოქე 1:2 დავამარცხეთ, რითაც 16 ქულა დავაგროვეთ და ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ.
ქართველთა მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი წიტაიშვილმა გიატანეს. კვარამ პირველ ტაიმში პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გარდასახა გოლად. წიტაიშვილმა კი მეტოქის კარი მეორე ტაიმში შესანიშნავი გარღვევის შემდეგ დალაშქრა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომლის თამაშიც Whoscored.com-ზე 7.8 ქულით შეფასდა. 7.6-ქულიანი შეფასება მიიღო წიტაიშვილმა.
მთელი შემადგენლობის შეფასება კი ასეთია:
კომენტარები post