ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური ზღაპარი შესანიშნავად იწყება, ქართველმა ფეხბურთელმა “ნაპოლის” რიგებში 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Vivoperlei Calciomercato-ს ჟურნალისტმა, ანტონიო გაიტომ, “ნაპოლის” შესახებ ბლოგი გამოაქვეყნდა და კვარაცხელიას შესახებაც საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა:
“ნეაპოლი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, აქ ფეხბურთით ცხოვრობენ, მაგრამ რამდენიმე წელია, “ნაპოლი” სერია ა-სთვის მარადიულ ბრძოლაში ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან მომენტში იკარგება.
მილიკი, ოსპინა, კულიბალი, ინსინიე – ეს დიდი წმენდაა “ნაპოლიში”, მაგრამ მათ შემცვლელებიც სჭირდებათ. “ნაპოლი” და მისი ფანები თავს ძნელად წარმოსათქმელი გვარის მქონე ხვიჩა კვარაცხელიათი იმშვიდებენ. უდავოა, რომ ის მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა სერია A ქართველების ჩემპიონატი არაა, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ასეა. თუმცა, არასდროს თქვა არასდროს.
ვფიქრობ, დროა “ნაპოლიში” დაფიქრდნენ, რამდენად მართებულია სპალეტის არჩევანი”, – წერს Vivoperlei Calciomercato.
კომენტარები post