30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ქალაქ ბასტადში იმყოფება და მომავალი კვირიდან NORDEA OPEN-ში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 597 000 ევროა.
ბასილაშვილის მე-6 განთესვა გააჩნია და უკვე ცნობილია, რომ პირველ წრეში ფრანგ უგო გასტონს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, რის ასლან კარაცევსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნიკოლოზის ბადის ნახევარშია ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ნორვეგიელი კასპერ რუუდიც, სხვა ფავორიტებად კი რუსი ანდრეი რუბლიოვი, არგენტინელი დიეგო შვარცმანი და ესპანელები რობერტო ბაუტისტა აგუტი და პაბლო კარენო ბუსტა უნდა მივიჩნიოთ.
კომენტარები post