ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

შენგელიას 21 ქულა - ვირტუსი მილანთან კიდევ ერთხელ დამარცხდა


  • 2 კვირის წინ
შენგელიას 21 ქულა - ვირტუსი მილანთან კიდევ ერთხელ დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერფინალური სერიის მეოთხე დაპირისპირებაში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "ოლიმპია მილანთან" 62:77 დამარცხდა და სერიაში ანგარიში 1:3 გახდა.

კარგი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას, მან პარკეტზე 30 წუთი გაატარა და ამ დროში 21 ქულა, 2 მოხნსა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მაგრამ ეს სტატისტიკა "ვირტუსს" გამარჯვებისთვის არ ეყო.

"მილანის" რიგებში საუკეთესო შევონ შილდსი იყო, მან თოკოს მსგავსად 21 ქულა მოაგროვა. მას 14 ქულით მხარი აუბა დევონ ჰოლმა.

ახლა სერია კვლავ ბოლონიაში გადაინაცვლებს. თუ "მილანი" გამარჯვებას შეძლებს იტალიის ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონება, "ვირტუსის" გამარჯვების შემთხვევაში კი სერია გაგრძელდება. მომდევნო დაპირისპირება 16 ივნისს, თბილისის დროით 22:45-ზე შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ