თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატში განცდილი ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, შინაურ კედლებში ვენეციას მძიმე ბრძოლაში სძლია.
სერბმა ვარსკვლავმა მილოშ ტეოდოსიჩმა ბოლო წამებზე ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ბოლონიელებმა მეტოქეს 79:78 მოუგეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
თორნიკეს შედეგიანობის მხრივ მხოლოდ იტალიელმა დანიელ ჰეკეტმა აჯობა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
ვირტუს ბოლონიამ 15 ტურში 12 მოგება მოაგროვა და სერია A-ს უმთავრეს კონკურენტ ოლიმპია მილანოსთან ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 22 იანვარს სტუმრად ბრინდისისთან ჩაატარებს.
კომენტარები post