ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ფუენლაბრადას“ მადრიდში ესტუმრა და 95:67 დაამარცხა. შერმადინი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა: 25 წუთი, 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. სარგებლიანობის კოეფიციენტით ის მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო – 30. ტანმაღალმა ქართველმა ცენტრმა სროლის თითქმის უბადლო სიზუსტე გამოავლინა: 9-დან 8 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო. 15 ქულა და 6 პასი მოუგროვდა გიორგის თანაგუნდელ ფიტიპალდოს.
18 ტურის შემდეგ 4 მოგებით „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე თურქეთში „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები post